Wednesday, April 8, 2015

დღე მეცხრე

გადავხედეთ გეგმებს და შაბლონებს შევასწორეთ საჭიროების მიხედვით.მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები ;
 მოვისმინეთ მარიამ რეხვიაშვილმა წარმოგვიდგინა პროექტი სახელწოდებით ,, ყველი"
ნინო რევაზიშვილიმყო,ა წარმოგვიდგინა პროექტი ,, სვეტი ცხოვლის აგების ისტორია",
იზა ბერულავამ წარმოგვიდგინა პროექტი ,,ბედი ქართლისა",
რუსუდან ოძელაშვილმა წარმოგვიდგინა პროექტი ,,THINGS WE USE EVERY DAY",
ლია ნონიაშვილმა წარმოგვიდგინა პროექტი ,,ლოცვა და შელოცვა",
მზია კახელიშვილმა წარმოგვიდგინა პროექტი ,,სვეტიცხოველი და გეომეტრია",
ნათია თათულაშვილმა წარმოგვიდგინა პროექტი ,,საოცარი ცვლილებები",
ეკატერინე რუხაძემ წარმოგვიდგინა პროექტი ,,სასკოლო განათლების სისტემა დასავლეთის ქვეყნებში",
დარრჯან ტატუაშვილმა წარმოგვიდგინა პროექტი ,,წილადების შედარება"
თითოეული პროექტი იყო ძალზედ საინტერესო,რამაც ერთხელ კიდევ დაგანახა ყველას თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებისათვის დამოუკიდებელ სწავლებას.

Monday, April 6, 2015

დღე მერვე

დავასრულეთ პროცედურები, პროექტის გეგმები გავიმეორეთ, ონლაინ გამოკითხისთვის გამოვიყენეთ გუგლ ფორმები და შევქმენით კითხვარი დავდეთ ბლოგზე.გადავხედეთ პორთფოლიოს და დავრწმუნდით რომ ყველაფერი გვაქვს,ვისწავლეთ დრაივზე ერთი საქაღალდედან მეორეში გადატანა.

დღე მეშვიდე



გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალა და ბლოგზე ფეიჯები დავამატეთ, პორთფოლიო გამოვაქვეყნეთ და დავდეთ ბლოგზე.გავეცანით პრეზენტაციას  გარდნერის  მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ,მოსწავლეთა სწავლის სტილის გამოსავლენად შევქმენით კითხვარი,თვით შეფასების  ფორმები,გავეცანიტმთ მეექვსე მოდულში მოსწავლეთა მხარდაჭწერის ფორმებს რესურსებში და შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი და ასევე ვისაუბრეთ პროცედურებზე.

Monday, March 30, 2015

დღე 6

ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა,ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა დავწეროთ პროცედურები მიზნებიდან, 21 საუკუნის უნარ-ჩვევებიდან, შეკითხვებიდან და შეფასების 5 მიზნის შესაბამისად. პორტფოლიოს რუბრიკაში გავეცანით პორტფოლიოს ინდიკატორებს. ვისწავლეთ ბლოგზე ჩანაწერებისა და მთავარ გვერდზე page-ების დამატება.

მოსწავლის ნიმუში

Wednesday, March 25, 2015

დღე 5

გავხსენით მესამე და მეოთხე მოდულები,გაუზიარეთ ერთმანეთს პრექტის გეგმები ,გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები.ჩავდექით მოსწავლის როლში და შევქმენით სლაიდშოუ.ვისწავლეთ გუგლ-დრაივში ჩასწორებები,გავეცანით საავტორო უფლებებს.

Monday, March 23, 2015

დღე 4


დღეს გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობას შეფასება მეთოდებსა და ინსტრუმენტებს და შევარჩევთ ჩვენი პროექტისთვის ხუთივე მიზეზისთვის შესაბამისი შეეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და ჩავწერეთ გეგმაში.შემდეგ შევქმენით მოსწავლეთა საჭიროებისათვის დიაგრამა "ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე" დიაგრამა ავტვირთეთ დრაივზე პორტფოლიო. დავიწყეთ პროცედურების ჩამოწერა მიზნების შესაბამისად.

Wednesday, March 18, 2015

დღე 3

დღე დავიწყეთ ბუკლეტების გახსენებით,შემდეგ გავხსენით 2მოდული და განვიხილეთ სასწავლო სტანდარტების დამიზნების რუბლიკა.რომელიც შევინახეთ კურსის რესურსებში.გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს ჩვენი პროექტისთვის ჩამოვწერეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

Monday, March 16, 2015

დღე 2

ვისწავლეთ,პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.მოვიძიეთ სტანდარტის ის შედეგები და ინდიკატორები რომლებიც შეესაბამებოდა ჩემს პროექტს. ვისწავლე პროექტის გეგმის შაბლონის შევსება,რესურსებსი მოვძებნეთ ბუკლეტების ნიმუსები და შემდეგ მოვახდინე შევსება.

Monday, March 9, 2015

დღე 1

ინტელის ტრენინგის პირველი დღე იმით იყო საინტერესო რომ მოხდა ურთიერთ გაცნობა ,ბლოგების შექმნა,გავეცანი პორტპოლიოს შექმნის თანმიმდევრობას,რომელსაც იმედი მაქვს დავძლევ და საკუთარ პრაქტიკაში მოვახდენ რეალისებას.